ნატო ჩხეიძე - მივიღე შემოთავაზება, ვყოფილიყავი პარტიის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერი, რადგან ამ სახელწოდებაშია განსხეულებული ჩემი პოლიტიკური კრედო
ნატო ჩხეიძე - მივიღე შემოთავაზება, ვყოფილიყავი პარტიის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერი, რადგან ამ სახელწოდებაშია განსხეულებული ჩემი პოლიტიკური კრედო

მივიღე შემოთავაზება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, რომ ვყოფილიყავი პოლიტიკური ლიდერი, რადგან ამ პარტიის სახელწოდებაში განსხეულებული სათაური „სახელმწიფო ხალხისათვის“ არის ჩემი პოლიტიკური კრედო, რომ სახელმწიფო არსებობს თითოეული მოქალაქისთვის, – ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომელიც „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

როგორც ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, პოლიტიკოსისთვის აუცილებელია გუნდურობა, გუნდის წევრობა, რადგან პოლიტიკური გუნდი ქმნის კარგად, და სასიკეთო რეალობას ქვეყანაში.

„დამოუკიდებელი დეპუტატობა კარგი რამ არის პარლამენტში, რადგან გადაწყვეტილებებს სრულიად დამოუკიდებლად იღებ. პოლიტიკოსისთვის აუცილებელია გუნდურობა, გუნდის წევრობა, რადგან პოლიტიკური გუნდი ქმნის კარგად, და სასიკეთო რეალობას ქვეყანაში, მით უმეტეს აუცილებელია ოპოზიციური გუნდის წევრობა, მაშინ, როდესაც აშკარად ხედავ, რომ ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანას და აშკარად სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ ცუდი მთავრობის შეცვლა. მივიღე შემოთავაზება, ვყოფილიყავი „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერი, რადგან ამ პარტიის სახელწოდებაში განსხეულებული სათაური „სახელმწიფო ხალხისათვის“ არის ჩემი პოლიტიკური კრედო, რომ სახელმწიფო არსებობს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენი წინაპრების ცხოვრება გვასწავლის, როგორ უნდა ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნისთვის, მათი თავდადება სახელმწიფოსთვის გვასწავლის, როგორ უნდა ვიყოთ თავგანწირული ჩვენი მომავლისთვის. გაერთიანებული ოპოზიცია არის ის, ვისაც შეუძლია ამ მატყუარა და კრიმინალი მთავრობის შეცვლა. ჩვენ ვართ ის, ვინც უნდა მივცეთ მომავალი ხალხს. მადლობა ნდობისთვის და ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ თქვენი ნდობა გავამართლო“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.