ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ მონოპოლიზებული ჰქონდა თითქმის მთელი საუნივერსიტეტო სივრცე, პოლიტიკური მოსაზრებებით უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ მონოპოლიზებული ჰქონდა თითქმის მთელი საუნივერსიტეტო სივრცე, პოლიტიკური მოსაზრებებით უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში

უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში, ეს იყო იმ პოლიტიკური ნების შედეგი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2004 წლიდან 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ თავიდან ბოლომდე შეჭრილი იყო როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში.

„წმენდაზე საუბარი არის აბსოლუტური ტყუილი. რაც მე ვთქვი, ის არის ფაქტი. 2004 წლიდან 2012 წლამდე თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობა“ იყო შეჭრილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მთელ რიგ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასევე კერძო უნივერსიტეტებში შეიჭრა. თქვენ იცით, რომ სააკაშვილის დედამ ერთ ლარად მიითვისა საქართველოს უნივერსიტეტი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა მიითვისა აგრარული უნივერსიტეტი, ისინი იჭრებოდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში. იგივე პრაქტიკა იყო მედიაში, სხვა სფეროებში, ანალოგიურად იჭრებოდნენ ისინი კერძო უნივერსიტეტებში.

არ ვიცი, ვინ არის ქეთევან ქუთათელაძე და რა ფაქტთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელიც მე გავიხსენე, არის ფაქტი, რომელსაც დაადასტურებს უამრავი ადამიანი. უამრავი კვალიფიციური ლექტორი გააგდეს უნივერსიტეტებიდან პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და უამრავი არაკვალიფიციური პროფესორი დანიშნეს უნივერსიტეტებში. ეს იყო იმ პოლიტიკური ნების შედეგი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა „ნაცმოძრაობას“. „ნაცმოძრაობას“ სურდა ყველაფრის მონოპოლიზება და ამას წარმატებით ახერხებდა. როგორც მოახერხეს მედიის მონოპოლიზება, პრაქტიკულად, ასე მონოპოლიზებული ჰქონდათ თითქმის მთელი საუნივერსიტეტო სივრცე როგორც სახელმწიფო სექტორში, ისე კერძო სექტორში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.