ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადებები თუ შემოვა, დავაკმაყოფილებთ
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადებები თუ შემოვა, დავაკმაყოფილებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადებები თუ შემოვა, დავაკმაყოფილებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილების დისკუსიაში არ შევალთ, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენი გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომაზე გაფორმდება. მათ განცხადებებს დავაკმაყოფილებთ, თუ შემოვა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, განხილვა მოხდება. დანარჩენი, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ამაზე უკვე პარლამენტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.