ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იგეგმება პროვოკაციები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იგეგმება პროვოკაციები.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ხმის დათვლის პროცესზე.
„გვაქვს ინფორმაცია კონკრეტული პროვოკაციების შესახებ, რომელიც არის დაგეგმილი. კერძოდ, საუბარია რუსთავის 23-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იგეგმება პროვოკაციები. ასევე, პროვოკაციებია დაგეგმილი თელავის, ბათუმისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და შსს-ს, ამ ოლქებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.