ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივ ძალას სახელმწიფოებრივი მიდგომებით დავუპირისპირდებით
„ნაცმოძრაობის“ სახით არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა რაღაცნაირად შექმნას დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა საქართველოში დესტაბილიზაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
„ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად. არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის“ სახით, რომელიც თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივია. ეს ძალა იყო ანტისახელმწიფოებრივი ცხრა წლის განმავლობაში, როცა იყო ხელისუფლების სათავეში. ის არის ანტისახელმწიფოებრივი ამ ექვსი წლის განმავლობაში. ანტისახელმწიფოებრივ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ზუსტად ამ მიდგომით დავუპირისპირდებით ყველაფერს, რასაც ისინი განიზრახავენ. „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ასეთი დამოკიდებულება”, – განაცხადა კობახიძემ.