ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა არც საარჩევნო, არც ქუჩის რესურსი არ აქვთ, ამიტომ დიდ რისკებს ვერ ვხედავთ
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა არც საარჩევნო, არც ქუჩის რესურსი არ აქვთ, ამიტომ დიდ რისკებს ვერ ვხედავთ

„ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება რაღაც მცდელობები, თუმცა არც საარჩევნო რესურსი აქვთ, არც ქუჩის რესურსი, აქედან გამომდინარე, დიდ რისკებს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მიხეილ სააკაშვილის წერილის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილი მოუწოდებს სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, ნუ დაარბევენ საკუთარი ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქციებს.

კითხვაზე, რისთვის ემზადებიან ისინი მეორე ტურის შემდეგ?, – კობახიძემ განაცხდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა ამის საშუალება არ მიეცემათ.

„რა თქმა უნდა, მათ ექნებათ რაღაც მცდელობები, თუმცა არც საარჩევნო რესურსი აქვთ, არც ქუჩის რესურსი და აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდ რისკებს ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან რაღაც დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა ხელისუფლება დგას თავის ადგილზე და ბუნებრივია, მათ ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.