ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გარკვეულ წარმატებებს აღწევს, უფრო გავლენიანი მედია რესურსები აქვს, შესაბამისად, სახელმწიფოს ასჯერ მძიმე ზიანს აყენებს, ვიდრე „ალტ-ინფოს“ შეუძლია
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გარკვეულ წარმატებებს აღწევს, უფრო გავლენიანი მედია რესურსები აქვს, შესაბამისად, სახელმწიფოს ასჯერ მძიმე ზიანს აყენებს, ვიდრე „ალტ-ინფოს“ შეუძლია

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებს, ვიდრე ამის გაკეთება „ალტ-ინფოს“ შეუძლია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრორუსული პარტიები დღეს პარლამენტშიც არიან და ეს სამწუხარო რეალობაა.

„სამწუხაროდ, პრორუსული პარტიები პარლამენტშიც გვყავს. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუ ამასთან დაკავშირებით რაიმე რეაგირება შეიძლება სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში, შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება. იგივე ეხებათ ტელევიზიებსაც. საქართველოში არის არაერთი ტელევიზია, რომელიც ახორციელებს აგრესიის, სიძულვილის, პოლარიზაციის პროპაგანდას და აქაც სამწუხაროდ, კანონმდებლობა არის უძლური. მგონი, ისინიც რუსეთიდან ფინანსდებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად უფრო მძიმეა, რადგან არჩევნებში მონაწილეობენ, არჩევნებში გარკვეულ წარმატებებს აღწევენ და მათ ბევრად უფრო გავლენიანი მედია რესურსები აქვთ. შესაბამისად, ისინი სახელმწიფოს ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ, ვიდრე ამის გაკეთება „ალტ-ინფოს“ შეუძლია“, – განაცხადა კობახიძემ.