ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დღეს 12-პროცენტიანი და სამპროცენტიანი რეიტინგით სარგებლობენ, რაც მათი დესტრუქციული ნაბიჯების შედეგია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებები დაბალი მხარდაჭერის სახით უკან უბრუნდება.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დღეს 12-პროცენტიანი და სამპროცენტიანი რეიტინგით სარგებლობენ.
„რაც შეეხება ოპოზიციასთან დაკავშირებულ შეფასებებს, ბუნებრივია, აქ ვართ აბსოლუტურად ერთიანი, გვაქვს ერთნაირი დამოკიდებულება. ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია, სამწუხაროდ, ძალიან დესტრუქციულია და ეს დესტრუქცია მათ უკან უბრუნდებათ ძალიან დაბალი მხარდაჭერის სახით, რაც მათ აქვთ და საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა მცირდება.
ხედავთ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიები, ეს არის „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დღეს სარგებლობენ 12-პროცენტიანი და სამპროცენტიანი რეიტინგით, რაც არის, მათ შორის, მათი დესტრუქციული ნაბიჯების შედეგები“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას.
გიორგი გახარიას თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ოპოზიცია, ხელისუფლების ჟინით შეპყრობილი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში ხვდებიან – ქვეყანას აზიანებენ, მაგრამ იმხელაა ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი, რომ ამაზეც თვალს ხუჭავენ, „ქართული ოცნების“ ესთეტიკა კი ქვეყანაზე მეტი ზრუნვაა“.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველი მათ თავის ადგილს მიუჩენს.