გიორგი გახარია - ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ოპოზიცია, ხელისუფლების ჟინით შეპყრობილი ადამიანები, ხვდებიან - ქვეყანას აზიანებენ, მაგრამ იმხელაა ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი, რომ ამაზეც თვალს ხუჭავენ
გიორგი გახარია - ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ოპოზიცია, ხელისუფლების ჟინით შეპყრობილი ადამიანები, ხვდებიან - ქვეყანას აზიანებენ, მაგრამ იმხელაა ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი, რომ ამაზეც თვალს ხუჭავენ

ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ოპოზიცია, ხელისუფლების ჟინით შეპყრობილი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში ხვდებიან – ქვეყანას აზიანებენ, მაგრამ იმხელაა ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი, რომ ამაზეც თვალს ხუჭავენ, ეს არის პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მათ ამომრჩეველი თავის ადგილს მიუჩენს.

„ქართული ოცნების“ ესთეტიკა ცოტა სხვა არის, უფრო მეტი ზრუნვაა ქვეყანაზე. ყოველ შემთხვევაში, გამომდინარეობს იქიდან, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ქვეყანა და ქვეყნის ინტერესი არ დავაზიანოთ. იქ პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი იმდენად დიდია, რომ ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საბოლოო ჯამში არ აფასებდნენ ქვეყანას, ყველას ერთად. ჩვენს ოპოზიციას ხანდახან ავიწყდება, რომ ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია. ისევე, როგორც მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, მმართველი პარტია, ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია და ოპოზიციას, როგორც ხელისუფლების ნაწილს, თავისი პასუხისმგებლობები აქვს. ეს ერთიანობა მხოლოდ პანდემიის დროს არ უნდა იყოს. იქაც ითმინეს, ითმინეს, ითმინეს და ბოლო მომენტში… ეს ყველაფერიც პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით ხდებოდა. პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ გვაძლევს რესურსს გაერთიანებისა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ომში ვართ, როცა ბოლო 3-4 თვე ომში ვიყავით. ყოველ შემთხვევაში, თავშეკავების ის ხარისხია, რომ ხელი არ შეგიშალონ. შემდეგ პოლიტიკური კულტურა აღარ გვყოფნის, გვესმოდეს, რომ ვსაუბრობთ ქვეყანაზე და მის მომავალზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.