ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილი უკვე ხვდება, რომ ფორმალური თავმჯდომარეა და იბრძოლებს, რათა მეტი ავტონომია ჰქონდეს კეზერაშვილის ან მერაბიშვილისგან
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველას თავისი ინტერესი აქვს, რაც ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.
მისივე თქმით, პროცესების ასე განვითარება ასუსტებს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„იქ შიდა დაპირისპირებაა. ყველას თავისი ინტერესი აქვს. სააკაშვილს თავისი ინტერესი აქვს, კეზერაშვილს – თავისი, ხაბეიშვილს – თავისი ინტერესი და ეს ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. მაგალითად, ხაბეიშვილი უკვე თანდათან ხვდება, რომ არის ფორმალური თავმჯდომარე და იბრძოლებს, რათა მეტი ავტონომია ჰქონდეს კეზერაშვილისგან, რომელიც მისი დამფინანსებელი და მისი უფროსია, ან მერაბიშვილისგან მიიღოს მეტი ავტონომია და ასე შემდეგ. ახლა რა დიდი რესურსი აქვს ხაბეიშვილს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ შიდა დაპირისპირებები აუცილებლად კიდევ უფრო გაღრმავდება. ცალკეა სააკაშვილის ინტერესები. აქ არის სრული კოლიზია. ანუ, ყველას თავისი სუბიექტური ინტერესები აქვს, ერთმანეთს ჭამენ და ეს პროცესი გაგრძელდება, რაც კარგია, რადგან ეს ასუსტებს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა კობახიძემ.