ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა დანაშაულისთვის საკადრისი პასუხი გაეცემა
საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება ლოგიკური შედეგით და ეს დასტურდება ჩვენი შიდა კვლევებითაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩევნები დასრულდება სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით.
„არჩევნები დასრულდება სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით და კიდევ ერთხელ გაეცემა საკადრისი პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩამოვთვალე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს იყო ყაჩაღობა, ძალადობა, რეკეტი და ეს იყო ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ეს იყო ასობით ადამიანის დაღუპვა, რაშიც ბრალი მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის, ეს იყო ასეულობით სოფლის დაკარგვა და ეს იყო ის უბედურება, რომელიც დაატრიალა ამ პარტიამ 2012 წლამდე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.