ირაკლი კობახიძე - მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დამანგრეველი წყალდიდობების გამო, ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს
ირაკლი კობახიძე - მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დამანგრეველი წყალდიდობების გამო, ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს

მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დამანგრეველი წყალდიდობების გამო, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძის თქმით, ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და დაზარალებულებთან არის. სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, ხოლო მამაც ესპანელ ხალხს ვუსურვებ ერთობასა და გამძლეობას. ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს“, – აღნიშნავს პრემიერი.

ცნობისთვის, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სტიქიაა. ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 62 ადამიანი დაიღუპა.