ირაკლი კობახიძე – მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დამანგრეველი წყალდიდობების გამო, ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს
მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დამანგრეველი წყალდიდობების გამო, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
კობახიძის თქმით, ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობების გამო, რომელმაც შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან და დაზარალებულებთან არის. სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, ხოლო მამაც ესპანელ ხალხს ვუსურვებ ერთობასა და გამძლეობას. ამ რთულ დროს საქართველო ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს“, – აღნიშნავს პრემიერი.
ცნობისთვის, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სტიქიაა. ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 62 ადამიანი დაიღუპა.
I am deeply saddened by the devastating floods in 🇪🇸, which have caused a tragic loss of life. Our thoughts are with the families of the victims and all those affected. I extend my full support to @sanchezcastejon and I wish strength, unity, and resilience to the brave people of…
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) October 30, 2024