ირაკლი კობახიძე - მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ორ ფორმატში გაიწერება
ირაკლი კობახიძე - მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ორ ფორმატში გაიწერება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ორ ფორმატში გაიწერება.

როგორც კობახიძემ განმარტა, ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატი და საპარლამენტო ფორმატი.

მისივე თქმით, მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დიალოგის საფუძველზე შეჯერდებიან.

„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის გადადებას საგაზაფხულო სესიისთვის, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად. რაც შეეხება პროცედურას და კრიტერიუმებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის უკვე დაანონსებული, გაიწერება ორ ფორმატში, ერთი ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატი, მეორე ფორმატი არის საპარლამენტო ფორმატი. ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება მსჯელობა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით ჩვენ პროცედურასა და კრიტერიუმებზე, ერთადერთი, რასაც ბუნებრივია ალტერნატივა არ აქვს, ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხისა, რომელზეც ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ“,- განაცხადა კობახიძემ.