ირაკლი კობახიძე - მოხარული ვართ, რომ გაიხსნა მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვისთვის, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ვულოცავთ მნიშვნელოვან წარმატებას
მოხარული ვართ, რომ გაიხსნა მოლაპარაკებები როგორც უკრაინისთვის, ასევე მოლდოვისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე ამ ქვეყნების წინსვლა მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ვგულშემატკივრობდით როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. მოხარული ვართ, რომ გაიხსნა მოლაპარაკებები როგორც უკრაინისთვის, ასევე მოლდოვისთვის. ვულოცავთ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას. იმედი გვაქვს, ასევე უკრაინა და მოლდოვა მალე გახდებიან ევროკავშირის წევრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.