ირაკლი კობახიძე - მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას
ირაკლი კობახიძე - მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას

მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს ყურადღება მიმართულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრისა და სლოვაკი ხალხისადმი.

„მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას. ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი და სლოვაკი ხალხისადმი“, – წერს ირაკლი კობახიძე.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თვითმხილველთა ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა.