ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობდა ორი წელი, მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა რეპუტაცია, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება წარმოუდგენელია
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობდა ორი წელი, მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა რეპუტაცია, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება წარმოუდგენელია

მიხეილ სააკაშვილი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება იყო შეუძლებელი, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება, მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არასერიოზული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ორი წელი იტყუებოდა, რომ კვდებოდა.

„სიმულიანტობდა ორი წელი, ბოლომდე დააზიანა საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როდესაც საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულიანტობ, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება არის წარმოუდგენელი. ასეთ დროს მისი სურვილი, რომ მობრუნდეს პოლიტიკაში, წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.