ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობას თუ გაცდება, მიიღებს შესაბამის პასუხს
მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი, ის აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც კანონმდებლობას აცდენილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„თუ სააკაშვილი გაცდება კანონმდებლობას, მიიღებს შესაბამის პასუხს. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. მცდელობა შეიძლება, ყველაფრის იყოს, თუმცა რესურსი სააკაშვილს არ აქვს“,- განაცხადა კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როგორც არ მისცეს საშუალება 2003 წელს ედუარდ შევარდნაძეს, გაეხსნა პარლამენტი, ისე არ მისცემენ საშუალებას, რომ 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ჩატარდეს.
„16-ში ხალხმა უნდა თქვას, არ მოგცემთ საშუალებას, ჯიბეში ჩაიდოთ მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები“,- განაცხადა სააკაშვილმა.