ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი არის საშიში, როგორც საჭესთან, ასევე უკანა სავარძელში
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი არის საშიში, როგორც საჭესთან, ასევე უკანა სავარძელში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუზე, სადაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს: „არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.

„მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა აქტუალობა. მის განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ის არის საშიში, როგორც საჭესთან, ასევე, უკანა სავარძელში. ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და მას არასოდეს არც საჭეს მიანდობს და არც უკანა სავარძელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.