მიხეილ სააკაშვილი - არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს
მიხეილ სააკაშვილი - არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს

არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს, ვნახოთ, რა იქნება, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონის კითხვას,  იქნება თუ არა ისევ საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი მას საუკუნეების შემდეგაც გაიხსენებს.

„ქართველები ერთი პერიოდი ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ. მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ. ვფიქრობ, არამარტო 3-5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.