ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებსა და ვითარებას საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებსა და ვითარებას საქართველოში, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მოკლე კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ხვალიდან სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს.
„ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს და ვითარებას საქართველოში. ამის შედეგია მის მიერ გაკეთებული განცხადებებიც“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებსარჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.