ირაკლი კობახიძე - მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიულ მთლიანობას
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ირაკლი კობახიძე.