ირაკლი კობახიძე - მამუკა ბახტაძე ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აშშ-ში სათანადოდ წარმოადგენს
ამერიკის შეერთებულ შტატებში თითოეულ ვიზიტს განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბახტაძე ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ წარმოადგენს.
„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამერიკის შეერთებულ შტატებში თითოეულ ვიზიტს განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით.
ამ ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის არაერთ მნიშვნელოვან ასპექტზე: ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ წარმოადგენს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ბატონი მამუკა ბახტაძე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.