ირაკლი კობახიძე - ლგბტ პროპაგანდის უკან მანკიერი პოლიტიკური მიზნები დგას, ჩვენს ქვეყანაში ამ პროპაგანდის გავრცელება არ უნდა დავუშვათ, უნდა მოვუფრთხილდეთ საზოგადოებას
ირაკლი კობახიძე - ლგბტ პროპაგანდის უკან მანკიერი პოლიტიკური მიზნები დგას, ჩვენს ქვეყანაში ამ პროპაგანდის გავრცელება არ უნდა დავუშვათ, უნდა მოვუფრთხილდეთ საზოგადოებას

ლგბტ პროპაგანდის უკან მანკიერი პოლიტიკური მიზნები დგას, ჩვენს ქვეყანაში ამ პროპაგანდის გავრცელება არ უნდა დავუშვათ, უნდა მოვუფრთხილდეთ საზოგადოებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საკონსტიტუციო დონეზეც აუცილებელია.

„გამოწვევები არის ძალიან სერიოზული. ხედავთ, რამდენად სწრაფი ტემპით აფართოებს საკუთარ არეალს ლგბტ პროპაგანდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ადრე ამტკიცებდნენ, რომ ამ პროპაგანდას ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა ადამიანების ქცევაზე, ცხოვრების წესზე, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს. რეალურად, პროპაგანდის გავრცელების შემდეგ და კვალდაკვალ, 20 პროცენტს გადააჭარბა ლგბტ პირების რაოდენობამ შესაბამის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე და არავის საქმე არ არის ვინმეს პირადი ცხოვრება, ბუნებრივია, ადამიანის უფლებები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დაცული, უმკაცრესად უნდა იყოს დაცული, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროპაგანდის უკან დგას მანკიერი პოლიტიკური მიზნები. შესაბამისად, არ უნდა დავუშვათ ამ პროპაგანდის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში. უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს საზოგადოებას, უნდა მოვუფრთხილდეთ დემოგრაფიას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება საკონსტიტუციო დონეზეც აუცილებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.