ირაკლი კობახიძე - ლევან ხაბეიშვილის განცხადებას აღვიქვამდით მუქარად, არასერიოზული კაცი რომ არ იყოს
ირაკლი კობახიძე - ლევან ხაბეიშვილის განცხადებას აღვიქვამდით მუქარად, არასერიოზული კაცი რომ არ იყოს

ლევან ხაბეიშვილის განცხადებას აღვიქვამდით მუქარად, ხაბეიშვილი რომ არ იყოს არასერიოზული კაცი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილისგან რაიმეს მუქარად მიღება არასწორი იქნება, რადგან ის უბრალოდ არასერიოზული კაცია.

„რაც შეეხება სააკაშვილს, მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ ეს კაცი არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, ის ორი წლის განმავლობაში სიმულირებდა, ასეთ პირობებში მას, რა თქმა უნდა, არავითარი პოლიტიკური წარმატების შანსები აღარ აქვს, სააკაშვილი აღარ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც უნდა მოიხადოს დამსახურებული სასჯელი“, – განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა:„რამდენჯერმე მაქვს მიწერილი პაპუაშვილისთვის და სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა, ვაფრთხილებ, მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისავე ოთახში“.