ლევან ხაბეიშვილი – რამდენჯერმე მაქვს მიწერილი პაპუაშვილისთვის და სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა, ვაფრთხილებ, მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისავე ოთახში

12:25, 31.10.2023

მე რამდენჯერმე მაქვს მიწერილი შალვა პაპუაშვილისთვის და მისგან სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა. ვაფრთხილებ მას, რომ მოუწევს ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისავე ოთახში, რადგან არ ვაპირებთ, ეს საქმე ასე დავტოვოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება.

„მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი თუ იქნება პუტინის ტყვეობაში, სანქცირებული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არჩევნები თავისუფლად ვერ ჩაითვლება და საერთოდ ვერანაირ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ. ვერანაირ კარგ, ჯანსაღ გარემოზე ვერ ვისაუბრებთ იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც გარემოზე ვსაუბრობთ, სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთო/ოდირის, იყოს არა მხოლოდ ერთდღიანი, არამედ გრძელვადიანი, რადგან რუსული პარტია მიჩვეულია შანტაჟს, მუქარას, ზეწოლას და ეს ყველაფერი ხდება არჩევნებამდე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი