ირაკლი კობახიძე - კუბილიუსმა კონკრეტული მინიშნება გააკეთა ოპოზიციასთან მიმართებით, მათ მოუწოდა, შესულიყვნენ პარლამენტში
ირაკლი კობახიძე - კუბილიუსმა კონკრეტული მინიშნება გააკეთა ოპოზიციასთან მიმართებით, მათ მოუწოდა, შესულიყვნენ პარლამენტში

კუბილიუსმა კონკრეტული მინიშნება გააკეთა ოპოზიციასთან მიმართებით, მათ მოუწოდა, შესულიყვნენ პარლამენტში და იქ იყო დამატებითი მინიშნება სწორედ ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, დესტრუქციაზე პასუხისმგებლები ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. ამასთან, კობახიძის განცხადებით, მათთვის ბოიკოტი ახალი არ არის.

„ბუნებრივია, ოპოზიციაა პასუხისმგებელი იმ დესტრუქციაზე, რომელიც ხორციელდება და რომლის მომსწრე დღესაც ვართ, რადგან ისინი არიან ამ დესტრუქციის ავტორები, არა მარტო დღეს, არამედ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. 4 წლიდან, 2 წელი ბოიკოტის რეჟიმში გაატარა „ქართულმა ოცნებამ“, მარტო მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებები და სასამართლო რეფორმის ორი ტალღა. ეს მათთვის დამახასიათებელია. ჩვენც არც ის მოგვწონს, რომ მარტო ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს. საბოლოო ჯამში, ქართული ოპოზიციური სპექტრი უნდა გაიწმინდოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალებისგან – ბოკერიებისგან, გვარამიებისგან და სააკაშვილებისგან“, – აღნიშნა კობახიძემ.

ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ დაიკარგება ევროინტეგრაციის შესაძლებლობა, რომელიც ახლა აქვს საქართველოს, ისტორია ამაში მთელ პოლიტიკურ ელიტას დაადანაშაულებს.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობა საფრთხეშია, თუ პოლიტიკური მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.