ანდრიუს კუბილიუსი - საქართველო ევროინტეგრაციის შესაძლებლობას თუ დაკარგავს, ამაში ისტორია მთელ პოლიტიკურ ელიტას დაადანაშაულებს
ანდრიუს კუბილიუსი - საქართველო ევროინტეგრაციის შესაძლებლობას თუ დაკარგავს, ამაში ისტორია მთელ პოლიტიკურ ელიტას დაადანაშაულებს

თუ დაიკარგება ევროინტეგრაციის შესაძლებლობა, რომელიც ახლა აქვს საქართველოს, ისტორია ამაში მთელ პოლიტიკურ ელიტას დაადანაშაულებს, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობა საფრთხეშია, თუ პოლიტიკური მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

„მიმდინარეობს დისკუსიები, ეროვნულ მედიაში სულ მცირე ვარაუდები მაინც ვრცელდება, რომ შესაძლოა, საქართველოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა გადაეცეს, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს შესაძლებლობა, 2024 წელს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების ფორმალური განაცხადი გააკეთოს. ყველა ეს შესაძლებლობა საფრთხეშია, თუ დიალოგში შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

არ მინდა, მოვისმინო რომელიმე მხარის ბრალდებები, ვინაა ამ სიტუაციაში დამნაშავე. პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არჩევნებზე დარღვევების შესახებ და ეს უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ასევე უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რაც მთელ პოლიტიკურ ელიტას ეკისრება. თუ დაიკარგება ევროინტეგრაციის შესაძლებლობა, რომელიც ახლა აქვს საქართველოს, ისტორია ამაში მთელ პოლიტიკურ ელიტას დაადანაშაულებს“, – განაცხადა კუბილიუსმა.

დატოვე კომენტარი