ირაკლი კობახიძე კირ სტარმერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ირაკლი კობახიძე კირ სტარმერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ კირ სტარმერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე მას წარმატებას უსურვებს და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მზაობას გამოთქვამს.

„წარმატებას ვუსურვებ მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და გამოვთქვამთ თანამშრომლობის მზაობას მის მთავრობასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის“, – წერს პრემიერი.