საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარე ვაკის ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე, შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
კობახიძის თქმით, ხმა მისცა ქვეყნის დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებასა და ნათელ მომავალს.
„ყველამ ვნახეთ, ამ არჩევნებში სად იყო საბჭოთა კავშირი და ევროპა. არჩევანი ევროპის სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი“, – განაცხადა კობახიძემ.