ირაკლი კობახიძე - ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტი ახალ სტიმულს შესძენს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაძლიერებას
სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის, აგრეთვე აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი ახალ სტიმულს შესძენს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის მეტად გაძლიერებას.
„პირველ რიგში, გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში. ეს ვიზიტი არის ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს და საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება. ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი ახალ სტიმულს შესძენს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გაღრმავებას“, – განახცადა ირაკლი კობახიძემ.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიან შეხვდა. მოგვიანებით, შეხვედრა გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და სასულიერო პირებთან. მაიკ პომპეომ ასევე შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.