ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილს არავინ არაფერს ეკითხება, ის ფორმალური თავმჯდომარეა, პარტიაში პროცესებს კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ, ამიტომ ხაბეიშვილის სიტყვა არავის აინტერესებს
ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილს არავინ არაფერს ეკითხება, ის ფორმალური თავმჯდომარეა, პარტიაში პროცესებს კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ, ამიტომ ხაბეიშვილის სიტყვა არავის აინტერესებს

ხაბეიშვილს არავინ არაფერს ეკითხება, ის არის პარტიის ფორმალური თავმჯდომარე, პარტიაში ყველაფერს კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ, ამიტომ ხაბეიშვილის რეპუტაცია და სიტყვა არავის აინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კეზერაშვილი პროცესებს საზღვარგარეთიდან მართავს, ხოლო მერაბიშვილი – ქვეყნის შიგნიდან.

„ხაბეიშვილს არავინ არაფერს ეკითხება. ყველამ ვიცით, რომ ის არის ფორმალური თავმჯდომარე. სინამდვილეში, პარტიაში ყველაფერს კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, არც ხაბეიშვილის რეპუტაცია და არც მისი სიტყვა, ბუნებრივია, არავის აინტერესებს. პროცესებს კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ. კეზერაშვილი – საზღვარგარეთიდან, მერაბიშვილი – ქვეყნის შიგნით და მათ შორისაც გაჩნდა უკვე პირველი ბზარი. ამაზე გვაქვს ჩვენ ინფორმაცია. ანუ, მერაბიშვილსაც უნდა, რომ უფრო მეტად მოძლიერდეს და ეს პატარ-პატარა დაპირისპირებები და ა.შ. არის ამ ყველაფრის გამოვლინება. კიდევ უფრო მეტად დაიშლებიან და გაიყოფიან. ამ გავლენისთვის ბრძოლაში ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან. კარგია, ძალიან კარგია ეს პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, რაც უფრო მეტად აჩვენებს, მათ შორის, საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი.

„გარეთ, ქუჩაში ხალხის მხარდაჭერის რესურსი არ ჰყოფნით და პარლამენტში არ ჰყოფნით ინტელექტუალური რესურსი. თვითონვე არიან გაჭედილი ამ საკუთარ ურესურსობებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.