ირაკლი კობახიძე - კენჭისყრის დღეს პროვოკაციები არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა, მოვუწოდებთ, არ გაბედონ ასეთი რამ
ირაკლი კობახიძე - კენჭისყრის დღეს პროვოკაციები არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა, მოვუწოდებთ, არ გაბედონ ასეთი რამ

ყოველ ჯერზე, როდესაც გვაქვს კენჭისყრის დღე, ველოდებით პროვოკაციებს, რადგან ეს არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

მან ოპონენტებს მოუწოდა „არ გაბედონ“ პროვოკაცია.

კობახიძემ ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც მიმართა, რომ მოთმინებით მიიღონ ნებისმიერი პროვოკაცია.

„აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ, რომ არ გაბედონ ასეთი რამის გაკეთება და მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მათ მოთმინებით მიიღონ ნებისმიერი პროვოკაცია, არ მოახდინონ არავითარი არასათანადო რეაგირება, ყველაფერი აღბეჭდონ კამერაზე ტელეფონში და ატვირთონ სოციალურ ქსელში, ეს არის ჩვენი მოწოდება“, – განაცხადა კობახიძემ.