ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, რა მდგომარეობა იქნება არა საქართველოში, არამედ გლობალურად, რეგიონში
ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის 50/50-ზე და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, რა მდგომარეობა იქნება არა საქართველოში, არამედ გლობალურად რეგიონში, უკრაინაში და ა.შ. – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, აქვს თუ არა ხელისუფლებას მოლოდინი, რომ წლის ბოლოს საქართველოს მიმართ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიცვლება.
„ევროკომისია ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, 12 პუნქტის შესრულება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი. ამიტომ ჩვენ აქტიურად და ინტენსიურად ვმუშაობთ. რეალურად, დაგვრჩა ორი პუნქტი, რაც უკავშირდება კანონმდებლობას და სადაც ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, ასევე ომბუდსმენის არჩევა და იმედს ვიტოვებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაც მოხერხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.