ირაკლი კობახიძე, კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ნაკრების ფეხბურთელებს ერთა ლიგის მატჩების წინ წარმატებები უსურვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, ქვეყანა მათი გამარჯვებით კიდევ არაერთხელ იამაყებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.