ირაკლი კობახიძე - ისრაელიდან ჩამოსული პიარსპეციალისტის მიმართ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი არის შოვინიზმი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ისრაელიდან ჩამოსული პიარკონსულტანტის მიმართ გამოთქმული სიტყვები არის სიძულვილის ენა და შოვინიზმი.
კობახიძის თქმით, სიძულვილის ენა არის ის ღირებულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნებოდა.
„ესეც “ნაციონალური მოძრაობის” ღირებულებების კიდევ გამოხატულებაა. ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ეფუძნებოდა „ნაცმოძრაობა“, ეს არის შოვინიზმი, ეს არის სიძულვილის ენა და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი ამას გამოხატავს”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ ისაუბრა და მას ებრაელი აფერისტი უწოდა.