ირაკლი კობახიძე - ირაკლი ღარიბაშვილს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან, რა შუაშია იმპიჩმენტი, ამაზე საუბარი სპეკულაცია და სისულელეა
ირაკლი კობახიძე - ირაკლი ღარიბაშვილს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან, რა შუაშია იმპიჩმენტი, ამაზე საუბარი სპეკულაცია და სისულელეა

მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული პრემიერის მგზავრობის ხარჯი, არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტზე საუბარი სისულელეა.

„ცდილობენ, გადაეფარონ საკუთარ, ასე ვთქვათ, თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს. მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ეს არის უსუსური მცდელობა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა გადაფარონ. რეალურად, მეტი მიზეზი ამ ყველაფერს არ აქვს. ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იყო გადახდილი. მერწმუნეთ, ყველა ინფორმაცია იქნება საჯარო. არაფრის დამალვის საჭიროება და ინტერესი არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის ღია. ყველაფერი ასახული იქნება დეკლარაციაში როგორც შემოსავლებთან, ასევე ხარჯებთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან ფული თუ არ არის დახარჯული, რა გამოძიებაზეა საუბარი? შეგახსენებთ, სწორედ „ნაციონალები“, ხაზარაძე და სხვები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას „აპრავებდნენ“ საკუთარი ინტერესებისთვის. რა შუაშია იმპიჩმენტი, წაიკითხონ კონსტიტუცია. ირაკლი ღარიბაშვილს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხვდებით, რამხელა სპეკლუაციასთან გვაქვს საქმე, სამარცხვინოა ეს ყველაფერი. საზოგადოება დეკლარაციას როდესაც გაეცნობა, მასში ასახული იქნება თითოეული თეთრი, შემოსავალი და გასავალი. რა შუაშია იმპიჩმენტი, როდესაც ბიუჯეტის ფული არ იხარჯება. ეს უბრალოდ სამარცხვინო სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს. ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.