„ლელო“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს
„ლელო“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს. ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა!

საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი. თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა – იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.