ირაკლი კობახიძე - ინაუგურაციას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება
ირაკლი კობახიძე - ინაუგურაციას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება, გაიმართება ისე, როგორც არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ინაუგურაცია თელავში დადგენილი რეგულაციების თანახმად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად გაიმართება.

„რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ისინი არ მოიქცევიან, როგორც გუშინ მოიქცა ნიკა მელია. ეს არ იქნება ნამდვილად პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერისი საქციელი, თუმცა „ნაცმოძრაობისგან“ მაინც და მაინც პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს.  ინაუგურაციას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება, ის გაიმართება, ისე, როგორც არის გათვალისწინებული”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.