ირაკლი კობახიძე - გვინდა ჯანსაღად და სრულად დაკომპლექტებული ცესკო, რათა დაბრკოლება არ შეექმნას საპარლამენტო არჩევნების ღირსეულად ჩატარებას
გვინდა ჯანსაღად და სრულად დაკომპლექტებული ცესკო, რათა დაბრკოლება არ შეექმნას საპარლამენტო არჩევნების ღირსეულად ჩატარებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება სათანადო წესით სრულად დაკომპლექტებული ცესკო, რათა სათანადოდ ჩატარდეს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, წევრებმა ძალიან ღირსეულად ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგ არაერთხელ შუალედური არჩევები, ამ კანდიდატურებს მაინც არ დაუჭირა მხარი რადიკალურმა ოპოზიციამ, რაც მათ მიზნებზე მეტყველებს. მათ სურთ, რომ ცესკო არ იყოს სრულად დაკომპლექტებული. ჩვენ მიზანია საპირისპირო. გვინდა ჯანსაღად და სრულად დაკომპლექტებული ცესკო იმისთვის, რომ დაბრკოლება არ შეექმნას საპარლამენტო არჩევნების ღირსეულად ჩატარებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.