ირაკლი კობახიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს ცუდად გახდომის სიმულირებას, რომ მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის
ირაკლი კობახიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს ცუდად გახდომის სიმულირებას, რომ მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის

გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს, გახდეს ცუდად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება.

„სააკაშვილს რაც შეეხება და მის იმიტირებულ შიმშილობას. ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს, გახდეს ცუდად. ანუ აპირებს სიმულირებას, რომ მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის. როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც არის უმძიმესი, სამარცხვინო დამნაშავე, რომლის დაკვეთითაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ და ა.შ. ეს არის სამარცხვინო კაცი. კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანიოს, მაგრამ ეს არის სამარცხვინო კაცი. მისი უფლებაა, იყოს სამარცხვინო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.