ირაკლი კობახიძე - გურიის რეგიონში მუდმივ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ჩართულია ყველა სამსახური, ყველაფერი გაკეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად გადაიჭრას პრობლემები
ირაკლი კობახიძე - გურიის რეგიონში მუდმივ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ჩართულია ყველა სამსახური, ყველაფერი გაკეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად გადაიჭრას პრობლემები

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები გურიის რეგიონში იმყოფებოდნენ და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

კობახიძის თქმით, მუდმივ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი სამუშაოები, რათა მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად გადაიჭრას.

„ვიყავით შტაბში, გუბერნატორისა და მერისგან მივიღეთ ინფორმაცია სტიქიასთან დაკავშირებით. მუდმივ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები. ჩართულია ყველა სამსახური, მუნიციპალიტეტი, მაშველები, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია ასევე არის ჩართული, ეხმარებიან მოსახლეობას. ზარალი საკმაოდ დიდია. მთავარია, დროზე მოგვარდეს ყველა პრობლემა, რომელიც მოსახლეობას დაუდგა სტიქიის გამო. გაგრძელდება სამუშაოები და ყველაფერი გაკეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად გადაიჭრას პრობლემები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.