ირაკლი კობახიძე - გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად, რაიმე საკადრო გადაადგილება თუ იქნება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას გავუზიარებთ
უმრავლესობაში, გუნდში ზოგადად, არის ყველაფერი ძალიან კარგად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამაზე საზოგადოებაც მიიღებს ინფორმაციას.
„რაიმე საკადრო გადაადგილება თუ იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით გაგიზიარებთ, რა თქმა უნდა, ინფორმაციას. რაც შეეხება მთავრობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ დაგიდასტურებთ. ეს არის პრემიერის ექსკლუზიური პრეროგატივა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ გუნდში რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავუზიარებთ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას, როცა ეს იქნება საჭირო“, – განაცხადა კობახიძემ.