ირაკლი კობახიძე - გრიგოლ ვაშაძე მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბირთვული შეიარაღებისა და კოსმოსის განყოფილებაში, ეს რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად იცის
მეორე ადგილზე გასული საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძეს პიარკმაპანიას უწევს რუსი შკრიალოვი, რატომ ვერ ხედავთ აქ რუსული რბილი ძალის პრობლემასა და რუსული პროპაგანდის საფრთხეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბირთვული შეიარაღებისა და კოსმოსის განყოფილებაში, ეს რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად იცის.
„ჩვენ ხშირად გვაქვს საუბარი რბილ ძალაზე, რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე და წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა, რომ ეს ადამიანი არის მხარდაჭერილი რუსი შკრიალოვის მიერ. როდესაც მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს რუსი შკრიალოვი უწევს პიარკამპანიას, საქმე მხოლოდ მის წარმომავლობაზე კი არ არის, აქ საქმე, იმაშია, რომ „რუსთავი 2“- ს რომ ვუყურებ, არანაირი განსხვავება არ არის RTR-თან და ORT-სთან. სოციალურ ქსელებს რომ ვუყურებ, იმ ბინძურ კამპანიას და ნიაღვარს, რომელიც მოედინება ყოველდღიურ რეჟიმში, ესეც არის რუსული სტილი. რატომ ვერ ხედავთ აქ რუსული რბილი ძალის პრობლემას და რუსული პროპაგანდის საფრთხეს. მე მგონი, დღესავით ნათელია ყველაფერი, რასთანაც გვაქვს საქმე, თუმცა როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრძანა, ვაშაძე და რუსეთი საქართველოში ვერ დაბრუნდებიან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.