ირაკლი კობახიძე - გასული 30 წლის ისტორიამ გვასწავლა, რომ ჭარბი ემოციები და ირაციონალიზმი სახელმწიფოებრიობისათვის ზუსტად ისეთივე საფრთხეა, როგორც სამშობლოს მტრობა და ღალატი
ირაკლი კობახიძე - გასული 30 წლის ისტორიამ გვასწავლა, რომ ჭარბი ემოციები და ირაციონალიზმი სახელმწიფოებრიობისათვის ზუსტად ისეთივე საფრთხეა, როგორც სამშობლოს მტრობა და ღალატი

საბჭოთა ოკუპაციის დღე შეგვახსენებს ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ეს დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენი ყოველი რაციონალური ძალისხმევა ამ სიკეთის დაცვისა და შენარჩუნებისკენ უნდა იყოს მიმართული. ამასთან, ძალისხმევა უნდა იყოს რაციონალური, რადგან გასული 30 წლის ისტორიამ გვასწავლა, რომ ჭარბი ემოციები და ირაციონალიზმი სახელმწიფოებრიობისათვის ზუსტად ისეთივე საფრთხეა, როგორც სამშობლოს მტრობა და ღალატი, – ნათქვამია საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ეს დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა სასახელო გმირები, რომლებიც მოღვაწეობდნენ, შრომობდნენ, იბრძოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობლოსთვის, სწორედ ასეთმა ადამიანებმა შეგვინარჩუნეს ეროვნული ღირსება, თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

„დღეს 25 თებერვალია, საბჭოთა ოკუპაციის დღე. დღე, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და რომელმაც ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს.
პირველ რიგში, ეს დღე შეგვახსენებს ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ეს დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენი ყოველი რაციონალური ძალისხმევა ამ სიკეთის დაცვისა და შენარჩუნებისკენ უნდა იყოს მიმართული. ამასთან, ძალისხმევა უნდა იყოს რაციონალური, რადგან გასული 30 წლის ისტორიამ გვასწავლა, რომ ჭარბი ემოციები და ირაციონალიზმი სახელმწიფოებრიობისათვის ზუსტად ისეთივე საფრთხეა, როგორც სამშობლოს მტრობა და ღალატი.

ეს დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა სასახელო გმირები, რომლებიც მოღვაწეობდნენ, შრომობდნენ, იბრძოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ სამშობლოსთვის, სწორედ ასეთმა ადამიანებმა შეგვინარჩუნეს ეროვნული ღირსება, თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“ – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.