ირაკლი კობახიძე - გასაკვირი არაა, რომ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ვერ ბედავენ სტრასბურგში სარჩელის წაღებას, ყოველ ჯერზე, როცა წავიდნენ სტრასბურგში, მიიღეს ძალიან მძიმე მარცხი
რეალურად, ისინი ვერ ბედავენ სტრასბურგში წასვლას, ყოველ ჯერზე, როცა წავიდნენ სტრასბურგში, მიიღეს ძალიან მძიმე მარცხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ადვოკატები ვერ ბედავენ სარჩელის სტრასბურგში გაგზავნას, რადგან მანამდე რამდენიმე საქმე წააგეს.
„რატომ? იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ გაამტყუნა სააკაშვილი, მისი რეჟიმი დანაშაულებში. მათ შორის, ერთ-ერთია დანაშაული, რომლისთვისაც ის იხდის დღეს სასჯელს. მეორე მხრივ, როდესაც „ნაციონალები“ უჩიოდნენ ხოლმე მოქმედ ხელისუფლებას, ისინი ასევე აგებდნენ ხოლმე სტანდარტულად საქმეებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ვერ ბედავენ სტრასბურგში ამ სარჩელის წაღებას“, – განაცხადა კობახიძემ.
გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი, მაქსიმუმ, ხუთშაბათს გაიგზავნება.