ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს, რომელიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას
კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება და მთავარი, ვინც დაიმსახურა სტატუსი, ეს არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა პრემიერს, მთავრობას, საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი სირთულე და ხალხიც იდგა სერიოზული სირთულეების, გამოწვევების წინაშე, თუმცა ყველაფერი გაკეთდა, რომ ჩვენ მიგვეღო სტატუსი. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, მადლობა პრემიერს, მთავრობას, კოლეგებს, პარლამენტარებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს სტატუსი მიგვეღო. მადლობა ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ევროკავშირი ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, რომ დღეს ჩვენ გვეზეიმა. მადლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. აშშ-ის ელჩს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომელიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კობახიძემ.