ირაკლი კობახიძე - კონკრეტული „ენჯეოები“ მხარს უჭერდნენ რელიგიური ექსტრემიზმის წამახალისებელ აქტივობებს, გამჭვირვალობის კანონს რომ ემოქმედა, ვერ გაბედავდნენ ასე ღიად სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას
ირაკლი კობახიძე - კონკრეტული „ენჯეოები“ მხარს უჭერდნენ რელიგიური ექსტრემიზმის წამახალისებელ აქტივობებს, გამჭვირვალობის კანონს რომ ემოქმედა, ვერ გაბედავდნენ ასე ღიად სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას

კონკრეტული „ენჯეოები“ ღიად უჭერენ მხარს ისეთ აქტივობებს, რომლებიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად, მხარს უჭერდნენ ისეთ აქტივობებსაც კი, რომლებიც მიმართული იყო რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ წლების განმავლობაში საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რომ ემოქმედა, ეს ორგანიზაციები ასე ღიად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავდნენ.

„შემდეგი საკითხი, რაც გვაწუხებდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის პარალელურად, კონკრეტული „ენჯეოები“ ღიად უჭერენ მხარს ისეთ აქტივობებს, რომლებიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად. ალბათ ხვდებით, დაახლოებით რაზე მაქვს საუბარი. ასევე, ისინი მხარს უჭერდნენ ისეთ აქტივობებსაც კი, რომლებიც მიმართული იყო რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებისკენ საქართველოში. არ მინდა, დავასახელო ის რელიგიური ექსტრემიზმით გამორჩეული გაერთიანებები, რომელთა ადვოკატიც არის სისტემურად, რეგულარულად ერთ-ერთი დასავლური წყაროებიდან დაფინანსებული ორგანიზაცია. მე აქაც მგონია, ამ წლების განმავლობაში საქართველოში რომ ემოქმედა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ეს ორგანიზაციები, განსაკუთრებით გამორჩეული ეს კონკრეტული ერთი „ენჯეო“, ვერ გაბედავდა ასე ღიად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლას და დონორებს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდა“, – განაცხადა კობახიძემ.