ირაკლი კობახიძე - ევროპაში ერთი სახელმწიფო მაინც დაგვისახელოს საია-მ, სადაც პანდემიისას სოციალური დახმარებები არ გაიცემოდა, დანარჩენი ნონსენსია
ირაკლი კობახიძე - ევროპაში ერთი სახელმწიფო მაინც დაგვისახელოს საია-მ, სადაც პანდემიისას სოციალური დახმარებები არ გაიცემოდა, დანარჩენი ნონსენსია

ევროპაში ერთი სახელმწიფო მაინც დაგვისახელონ, სადაც პანდემიისას სოციალური დახმარებები არ გაიცემოდა, დანარჩენი ნონსენსია, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშს.

კობახიძის განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოში, წელს არჩევნები ტარდება, ხელისუფლება მოსახლეობას შემწეობების გარეშე ვერ დატოვებდა.

„ევროპაში ერთი სახელმწიფო მაინც დაგვისახელონ, სადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პანდემიის პირობებში სოციალური დახმარებები არ გაიცემოდა და მაშინ ამ ჩანაწერს დავეთანხმებით. ეს არის უკიდურესად მიკერძოებული და აბსურდული ჩანაწერი. შეუძლებელი იყო, ადამიანები დაგვეტოვებინა სოციალური შემწეობების გარეშე იმის გამო, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება. არც ერთი სახელმწიფო არ არსებობს, მათ შორის ისეთი, სადაც არჩევნები ტარდება და არ ტარდება, სადაც სოციალური დახმარებები მთელი ამ თვეების განმავლობაში არ გაიცა. დანარჩენი არის ნონსენსი და სამწუხაროა, რომ ასეთ ნონსენსს ორგანიზაციის ანგარიშში ვხედავთ“, – განაცხადა კობახიძემ.