ირაკლი კობახიძე - ევროკომისიის დასკვნის თანახმად, ვალდებულება გვაქვს, წლის ბოლომდე წარვადგინოთ ანგარიში განხორციელებულ ქმედებებზე, ამ დროისთვის  შესაბამისად ვიქნებით მომზადებული
ირაკლი კობახიძე - ევროკომისიის დასკვნის თანახმად, ვალდებულება გვაქვს, წლის ბოლომდე წარვადგინოთ ანგარიში განხორციელებულ ქმედებებზე, ამ დროისთვის შესაბამისად ვიქნებით მომზადებული

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის დოკუმენტში ჩაწერილი 12 პუნქტიდან გარკვეულ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რადგან ეს პუნქტები ასოცირების შეთანხმების ნაწილია.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე შესაბამისად იქნებიან მომზადებული.

„არის სულ 12 პუნქტი, მათ შორის რამდენიმე პუნქტში საუბარია რეფორმებზე, რომლებიც სხვადასხვა სფეროში უნდა განხორციელდეს. გარკვეულ თემაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პუნქტები იყო ასოცირების შეთანხმების ნაწილი. თითოეული პუნქტი არის შეჯერებული ჩვენსა და ევროკავშირს შორის და მანამდეც იყო ასოცირების დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, წარიმართება და გაგრძელდება ეს მუშაობა. ევროკომისიის დასკვნის თანახმად, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, წლის ბოლომდე წარვადგინოთ ანგარიში განხორციელებული ქმედებების შესახებ და ამ დროისთვის ვიქნებით შესაბამისად მომზადებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.